რეზონანსი
07.03.2024

ათი ქურდობა ავსტრიის ქალაქ კრემსის სხვადასხვა რაიონებში და 107 000 ევროს ჯამური ზარალი - ავსტრიაში ქართველების დაჯგუფება დააკავეს. მედიის ცნობით, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, სახლები გაქურდეს.

მედიის ცნობით, 32-დან 35-წლამდე ქართველებმა სხვადასხვა დროს სახლებიდან ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს. ერთ-ერთი ბინიდან კი ნაღდი ფულით სავსაე სეიფი წაიღეს.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ისინი პოლონური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და გატეხილი სეიფიც ჩეხეთში იპოვეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქართველები ავსტრიელმა სამართალდამცველებმა იანვარში, სახლის ქურდობის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამ დროისათვის კრემსის ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. გარდა ამისა, ეძებენ კიდევ ერთ სავარაუდო დამნაშავეს.

საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×