რეზონანსი
07.03.2024

კოლექტიური ნაც-მოძრაობის ავანგარდად ჩამოყალიბდა „ლელო", თავისი რადიკალიზმითა და ანტისახელმწიფოებრივი აქტებით. ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი იმდენად დიდია, რომ ყველანაირ ბინძურ „კამპანიაში" მიიღებენ მონაწილეობას, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხაზარაძე თავისი პარტიით, როგორც „ნაცმოძრაობის" ჭეშმარიტი დანამატი დგას ლგბტ პროპაგანდის მხარეს.

ქადაგიძის თქმით, „ლელო" დირექტივის მიღების შემთხვევაში ლგბტ პროპაგანდის, გლობალური ომის პარტიის დავალებისა და ყველანაირი პროვოკაციის გამტარებელი გახდება.

„ახალი დისციპლინა ჩამოყალიბდა კოლექტივში - ვინ შეასრულებს ნაც-მოძრაობის „ლეღვის ფოთლობას" ოპერატიულად... უნდა ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძე ლიდერობს და არავის უთმობს ასპარეზს! კოლექტიური ნაც-მოძრაობის ავანგარდად ჩამოყალიბდა „ლელო", თავისი რადიკალიზმითა და ანტისახელმწიფოებრივი აქტებით. ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი იმდენად დიდია, რომ ყველანაირ ბინძურ „კამპანიაში" მიიღებენ მონაწილეობას.

„ლგბტ" პროპაგანდის , გლობალური ომის პარტიის დავალებისა და ყველანაირი პროვოკაციის გამტარებლები გახდებიან განსაკუთრებით მაშინ თუ დირექტივა მიღებული აქვთ!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×