რეზონანსი
06.03.2024

თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები და თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ ნათელია, რომ მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მის პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან მედიასთან შეხვედრაზე აღნიშნა, ახლა ევროპული ძალების კონსოლიდაციისთვის პრეზიდენტის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია.

„თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები და თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ ნათელია, რომ მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ. ვთვლი, რომ ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროევროპული ძალების კონსოლიდაცია მოხდეს და მე ამას ხელს შევუწყობ, რა ფორმითაც შევძლებ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×