რეზონანსი
06.03.2024

ალექსეი ნავალნის ქვრივი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს 17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატონ - ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს გარდა პუტინისა, ან გააფუჭონ ბიულეტენები.

იულია ნავალნაია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მისთვის იმედისმომცემი იყო ხალხის მისვლა ნავალნის დაკრძალვაზე:

"ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ე.წ. არჩევნები გამოვიყენოთ პუტინის წინააღმდეგ და ჩვენი მიზნების მისაღწევად. თავად ალექსეიმ მოასწრო ჩვენთვის ეთქვა, როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე, ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი, რეალური ადამიანები და ვართ პუტინის წინააღმდეგ. უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე ერთ დღეს და ერთ დროს,  17 მარტს, შუადღეს. თქვენი ასარჩევია, რა გააკეთოთ შემდგომ. შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს, პუტინის გარდა, შეგიძლიათ, გააფუჭოთ ბიულეტენი, შეგიძლიათ, დააწეროთ მსხვილად "ნავალნი".

ეს არ არის არჩევნები, პუტინი არ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. 17 მარტს, შუადღეს, ჩვენ შეგვიძლია, მივიდეთ და ერთმანეთი დავინახოთ, დავინახოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ ძლიერები ვართ" - ამბობს ნავალნაია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×