რეზონანსი
06.03.2024

ეს არის საქართველოს სასამართლოს შეცდომა, რომ არავის აინტერესებს საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.

„ეს არის საქართველოს სასამართლოს შეცდომა, რომ არავის აინტერესებს საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა. ამ სასამართლოს მართლა გასამართლებული კაციშვილმა არ იცის მართლა დამნაშავეა თუ არა. არავის მოსდის აზრად, რომ სერიოზულად ამოწმოს ამ გადაწყვეტილებების კანონიერება“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი - ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×