რეზონანსი
06.03.2024

ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თემურ კარბაიას დედა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 2023 წლის 10 დეკემბერს გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

თემურ კარბაია გალში 2023 წლის 16 დეკემბერს დაკრძალეს. ცხედარს ექსპერტიზა 2023 წლის 15 დეკემბერს ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის ცემის შედეგად დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×