რეზონანსი
27.02.2024

პოლონეთში, ნეპალელი ახალგაზრდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს. პოლონური მედიის ცნობით, სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ მისთვის 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ 28 წლის ნეპალელ მამაკაცს კისერში დანით ჭრილობები მიაყენა. 

დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულია ორი უკრაინელი ქალიც, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღის მოშორებას შეეცადნენ.

საქართველოს მოქალაქეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მკვლელობა პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე, 25 თებერვალს მოხდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×