რეზონანსი
27.02.2024

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი ჩამოაგდეს. 

"მინუს კიდევ ერთი სუ-34 აღმოსავლეთის მიმართულებით", - დაწერა მან "ტელეგრამზე" და აღნიშნა, რომ გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტების თავიდან არიდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება.

"ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ ყოველი ფრენის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, ნათესავები ნახონ. რადგან ვინ იცის, ამჯერად გაუმართლებთ თუ არა", - წერს მეთაური.

მანამდე უკრაინულმა მხარემ 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუ-34 ჩამოაგდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×