რეზონანსი
27.02.2024

DeepState-ის ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ რუსული ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით წინ მიიწევენ და ლასტოჩკინოს შემდეგ მათ სოფლები - სტეპნოე და სევერნოე - აიღეს.

„მტერმა ორლოვკას, ბერდიჩევსა და ტონენკის მახლობლად წინ წაიწია და სტეპნოესა და სევერნოეს ოკუპაცია მოახდინა“, - წერს DeepState „ტელეგრამ“ არხზე.

24 თებერვალს DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა სოფელი ლასტოჩკინო დაიკავეს, რომელიც ავდიივკას შემდეგ მათი პირველი სამიზნე იყო. „ტავრიის“ ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის სპიკერმა, დიმიტრი ლიხოვმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, ორლოვკა-ტონენკოე-ბერდიჩის ხაზის გასწვრივ თავდაცვის გასაძლიერებლად, ლასტოჩკინოდან გავიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×