რეზონანსი
21.02.2024

როგორი ანომალიაა, როცა ოფიცერი კაცი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, ნაცდეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია სექტის დავალებით, უტიფრად ითხოვს კანონდარღვევას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს".

„2015 წელს, ექს-პრეზიდენტმა, უსამშობლო სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორობისთვის, უკრაინული პასპორტი მიიღო და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. ნაცპარლამენტარი ჯანაშიასგან ამგვარი თავხედური უკანონო მოთხოვნა არაა გასაკვირი, რადგან მისი წიაღის, მეხუთე კოლონის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთგზის უტიფრად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას მეორე კიდევ უფრო ბრიყვულ განცხადებას, რომ ბოტოქსის ინექცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. საკითხავია, ამგვარ სამარცხვინო ტყუილებს "ნაცების" მხარდამჭერი ცალკეული პროფესორები და ექსპერტები იჯერებენ?", -წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×