|

პრემიერ-მინისტრს ექნება კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, თუ რამდენად საიმედო, მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მას აქვს [„ქართული ოცნების“] პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომი და მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ გამოიყენებს ამ ფორმატებს და მოლაპარაკების შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორებთან რომ განიხილოს შემდგომი რეფორმები. საზოგადოებას რომ ვუთხრათ, რატომ არის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ისე ნატო-საქართველოს ფორმატში განიხილება შემდგომი რეფორმები რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობას ევროკავშირთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით და ასევე საქართველოს ევროინტეგრაციას. ამიტომ ველით ახალ, პოზიტიურ სიგნალს და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან. პრემიერ-მინისტრს ექნება კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, თუ რამდენად საიმედო, მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში საქართველო“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|