
დაპირისპირება მეგობრებს შორის გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, რუსთაველის გამზირთან, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. 24 წლის ბიჭს 7 ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა. თუმცა სხვა ინფორმაციით, მას ჭრილობები მუცლის და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
დაჭრილმა დახმარება თავად ითხოვდა,, საავადმყოფოში იგი უკვე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ ექიებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.