რეზონანსი
18.02.2024

"რუს­თა­ვი 2" -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ავ­ტო­რი 27 წლის გი­ორ­გი ზარ­ნა­ძეა.

"ბრალ­დე­ბულ­მა დუ­მი­ლი დღეს პირ­ვე­ლად სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­არ­ღვია. მას თა­ვის მარ­თლე­ბა იმ ფო­ტო­ე­ბის გამო მო­უ­წია, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბამ ტე­ლე­ფონ­ში აღ­მო­უ­ჩი­ნა. სა­უ­ბა­რია ავი­ა­კომ­პა­ნია Wizz Air-ის მიერ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რე­ი­სე­ბის ამ­სახ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბულს ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი.

საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე მჯდო­მი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი კი, დღეს გი­ორ­გი ზარ­ნა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მო­სა­მარ­თლეს 20 000-ლა­რი­ან გი­რა­ოს სთა­ვა­ზობ­და.

მო­სა­მარ­თლემ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და და­კა­ვე­ბუ­ლი წი­ნას­წარ ორ­თვი­ან პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­უშ­ვა. პრო­კუ­რო­რი დღეს მო­სა­მარ­თლის იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი სწო­რედ გი­ორ­გი ზარ­ნა­ძემ ჩა­ი­დი­ნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზარი ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სი­დან უნ­გრეთ­ში 14 თე­ბერ­ვალს გან­ხორ­ცი­ელ­და. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა კომ­პა­ნია Wizz Air-ის ქოლ ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელს შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­დას­ცა - ინ­ფორ­მა­ცია მათ ბორტზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სი­დან ბარ­სე­ლო­ნას მი­მარ­თუ­ლე­ბით მიფ­რი­ნავ­და, სა­წყის წერ­ტილ­ში და­აბ­რუ­ნა.

საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, კი­ნო­ლო­გე­ბი და გამ­ნაღმვე­ლე­ბი ჩა­ერ­თნენ. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ბორტზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ან ნივ­თი­ე­რე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა.

ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. 27 წლის გი­ორ­გი ზარ­ნა­ძეს, და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 6-დან 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×