რეზონანსი
17.02.2024

უნგრეთის პარლამენტი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებას საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბუდაპეშტისა და სტოკჰოლმის დავა “დასასრულს უახლოვდება”.

“შვედეთის პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებისკენ მიდივართ,” - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პარლამენტი მუშაობას 26 თებერვლიდან დაუბრუნდება.

ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრიომმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას “უახლოეს მომავალში” ელის. ამ მომენტისთვის უნგრეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო წევრია, რომლის პარლამენტსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×