|

ჩვენ დაახლოებით 2 წელზე ცოტა მეტი პერიოდის განმავლობაში ვნახეთ, რომ პირი, რომელიც ჩემი მოადგილის პოზიციაზე არის განწესებული ოპოზიციური კვოტით, ვერ გამოვიდა პარტიული მიკერძოებიდან და არათუ გამოვიდა, რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ, რომ მისსავე დამნიშნავ პოლიტიკურ გაერთიანებაში პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რეალურად, ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ, რომ ადმინისტრაციის სასარგებლოდ, წინასაარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად რაიმე კონტრიბუცია მის მონაწილეობას ამ პოზიციაზე არ ჰქონია. არცერთ ქვეყანაში, სადაც ასეთი ტიპის საარჩევნო მოწესრიგება არსებობს, არსად არ არის, რომ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი ითავსებდეს თავმჯდომარის მოვალეობას იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის არჩეული. ასევე ამ ბატონის მხრიდან ვნახე განცხადება, თითქოს ამ საკანონმდებლო ცვლილებების სულისკვეთება მდგომარეობდა იმაში, თითქოს ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნებოდა არჩეული და ის იმთავითვე შეასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას. შესაბამისად განზრახვაც ნათელია, რაც მიუთითებს ასევე იმაზე, რომ გარკვეულ ეტაპზე ამ ყველაფერს შესაძლოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის საბოტაჟირება გამოეწვია. პირდაპირ გეტყვით, რომ ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობასთან მიმართებაში თავმჯდომარის მოადგილის არსებობას ან არარსებობას ვერანაირი გავლენა ვერ ექნება იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც დღეს საკანონმდებლო განაწესი არსებობს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|