რეზონანსი
17.02.2024

სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათაშორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს", - ამის შესახებ, „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ნავალნი იმიტომ დაიჭირეს, რომ ამხელდა კორუფციას, ხოლო სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე.

„ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო. ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ეწინააღმდეგებოდა პუტინის რეჟიმს და ჟურნალისტური გამოძიებებით ამხელდა კორუფციას. ხოლო, სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე და ამისთვის უნდა აგოს პასუხი. სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათაშორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს, რომლებმაც მოიტაცეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ დახვრიტეს და ფეხზე ქვებით ჩაბმული ზღვაში გადააგდეს დათო ცინდელიანი, პაატა ქარდავა, მოიტაცეს და 40 ტყვიით დახვრიტეს როინ შავაძე. უამრავი ასეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასე რომ, საერთო არაფერი არ არის ნავალნისა და სააკაშვილს შორის", - განაცხადა სუბარმა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×