რეზონანსი
17.02.2024

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ნიკა გვარამიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

სუბარის თქმით, გვარამია იმ რეჟიმის არა მხოლოდ გამხმოვანებელი, არამედ შემოქმედი იყო და მხოლოდ აღიარება მისგან საკმარისი არ არის.

„ნიკა გვარამია მაშინდელი ხელისუფლების უბრალო გამხმოვანებელი კი არ იყო, შემოქმედი იყო იმ ბოროტებების და დანაშაულების, რომლებსაც სჩადიოდა სააკაშვილის ხელისუფლება. უშუალოდ შემოქმედი იყო ამ დანაშაულების, ისე როგორც ამის გამმართლებელი - „გამპრავებელი" იყო, როდესაც ის იყო პარლამენტში. ასე რომ, მარტო აღიარება არ უშველის, მან უნდა მოინანიოს კიდევაც, რომ საზოგადოებასთან თვალის გასწორების უფლება ჰქონდეს. მან ჩვენებები უნდა მისცეს ამ ყველაფერზე. ის ისეთივე კრიმინალია, როგორც ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, სააკაშვილი და სხვები. ისინი, იმ სისტემის შემოქმედები იყვნენ", - განაცხადა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×