რეზონანსი
16.02.2024

თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მაშ­ვე­ლებ­მა მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი წყლი­დან გამ­თე­ნი­ი­სას ამო­ი­ტა­ნეს.

გარ­დაც­ვლი­ლი გუ­რამ (გია) ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლია. რო­გორც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ლი­ლი­კო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ბოლო დროს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ არ სჯე­რა, რომ ეს შემ­თხვე­ვა სუ­ი­ციდს უკავ­შირ­დე­ბა.

„მე და გია 18 წელი ვცხოვ­რობ­დით ერ­თად, სამი სა­ერ­თო შვი­ლი გვყავს. ხუთ წელ­ზე მე­ტია ერ­თად აღარ ვართ, ის მარ­ტო ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში, სხვა ოჯა­ხი არ ჰყო­ლია. წუ­ხელ ლა­ივს ვუ­ყუ­რებ­დი ტიკ-ტოკ­ში, რო­დე­საც ეს ავა­რი­ის ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და, არც ვი­ცო­დი, რომ გიას მან­ქა­ნა იყო გა­და­ვარ­დნი­ლი.

შემ­დეგ ჩემ­მა გო­გო­ნამ და­მი­რე­კა, გია და­ი­ღუ­პაო, მა­მი­დაშ­ვილს უთ­ქვამს. რა მოხ­და არ ვიცი, ბოლო პე­რი­ოდ­ში ცოტა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ისეთ დო­ნე­ზე მი­სუ­ლი­ყო, რომ თა­ვი­სი თავი ასე გა­ე­წი­რა, არ მჯე­რა, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ ასეთ რა­მეს.

გუ­შინ მომ­წე­რა მე­სი­ჯი, უმ­ცრო­სი ბავ­შვის­თვის, რო­მე­ლიც 12 წლის არის, ფული უნდა ჩა­ე­რი­ცხა, იმა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. უფ­რო­სე­ბი სრულ­წლო­ვა­ნე­ბი არი­ან. მომ­წე­რა არ მაქ­ვსო, მეტი პა­სუ­ხი არ და­მიბ­რუ­ნე­ბია.

ხე­ლო­სა­ნი იყო წლე­ბი, ბი­ნებს არე­მონ­ტებ­და. შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს.

ასე და­ი­წე­რა, რომ მანქანაში მარტი იჯდა, მეც ინ­ტერ­ნეტ­ში ვკი­თხუ­ლობ, რა მოხ­და. თა­ვი­დან თით­ქოს წერ­დნენ, რომ ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პაო და ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­ტო გია იყო მან­ქა­ნა­ში.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×