რეზონანსი
13.02.2024

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს საზღვარზე ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციაში ადანაშაულებენ და დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან.

“12 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მორიგი სამხედრო პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სომხური მხარის ეს პროვოკაცია სერიოზულ დარტყმას აყენებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს. ბოლო 4-5 თვის სტაბილურობის პირობებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება სომხეთის გაცხადებულ სამშვიდობო გზავნილებს", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პროვოკაცია სცადეს, განადგურდნენ.

მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ნერკინ ხანდას მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არის ორი დაღუპული და დაჭრილები“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×