რეზონანსი
12.02.2024

დათო ტურაშვილმა სოსო ჯაჭვლიანი გაიხსენა და მისი ბოლოდროინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა:

"გარდა იმისა, რომ იყო ნიჭიერი, იყო საოცრად კეთილი ადამიანი. ასეთი ადამიანები სულ გამახსოვრდება, შეგხვდება და კარგა ხანს რომ გამახსოვრდება დიალოგის სითბო...

ისეთ როლები აქვს შესრულებული ქართულ კინოში, ის სულ იქნება, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც მას ძალიან ატკინა გული.

შეიძლება ის დაავადებაც ამის გამო არ დაემართა, მაგრამ... ასეა რა, როცა იღებ დაუმსახურებელ ტკივილს, შეურაცხყოფას თან იმ ხალხისგან, ვისაც გადაჰყვა...

როგორც კი დაიწყო კრიტიკა იმ ხალხმა ისეთი რამე აკადრა, რომ ვერ გადაიტანა. ეს ძალიან ძნელია, ჩვენ ხომ არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს…

როგორი ადამიანი დავკარგეთ და ნერვები მეშლება, რომ გულნატკენი წავიდა“ – აღნიშნა დათომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×