რეზონანსი
11.02.2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, სოფელში კარიერულ სამუშაოებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, ქვა-ღორღის კარიერული წესით მოპოვება სოფელში განსაკუთრებულ პრობლემებს გამოიწვევს, კერძოდ, სასმელ წყალთან დაკავშირებით.

ადგილობრივები მთავრობას მიმართავენ და აცხადებენ, რომ შეწყდეს სამუშაოები წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ.

"სოფელს საფრთხეს უქმნიან. წყალი არ გვექნება და უამრავი საფრთხე გაჩნდება. ვითხოვთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ",- აცხადებენ შეკრებილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×