რეზონანსი
11.02.2024

„ლელო" იქნება, გახარია, გვარამია, „გირჩი" თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა" - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „კურიერი P.S"-ს განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა ჰქვია.

„ლელო" იქნება, გახარია, გვარამია, „გირჩი" თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა". გახარია - ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საოცრება, როდესაც პრემიერ-მინისტრი პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მანდ არ შეიძლება დამნაშავის აყვანის ოპერაციის ჩატარება. ეს არის ხელმოწერა იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა" პირდაპირ კავშირშია გახარია-„ნაცმოძრაობის" რევოლუციურ გეგმასთან", - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×