რეზონანსი
11.02.2024

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ნატო-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება.

„უგუნური განცხადებები ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის წევრზე განიხილება თავდასხმად ყველას წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს კოლექტიური თავდაცვას.

შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც გავრცელდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.

"ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ადგა და განაცხადა: "კარგი, ბატონო, თუ ჩვენ არ გადავიხდით და თავს დაგვესხმება რუსეთი, დაგვიცავთ?", - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ აღნიშნული ქვეყნის მეთაურს უთხრა:

„მე ვკითხე, არ გადაგიხდიათ? არა, მე არ დაგიცავთ. ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები", - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×