რეზონანსი
11.02.2024

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი ორველაშვილს და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - სასამართლომ გადაწყვეტილება ამ წუთებში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი, ბრალდებულის ძმა 10 თებერვალს დააკავა.

შსს-ს მიხედვით, 9 თებერვალს ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად 5 პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 4 პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ძმები 9 თებერვალს დააკავეს. მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ბ და ლ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის ბ და ლ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×