რეზონანსი
11.02.2024

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, რაფაჰში ისრაელის მხრიდან შეტევის მოსალოდნელი დაწყების გამო ღრმას შეშფოთებულია.

"ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო შეტევის პერსპექტივით - ღაზას მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს აფარებს ამ ტერიტორიას. პრიორიტეტი უნდა იყოს ბრძოლის დაუყოვნებლივ შეჩერება დახმარების შესატანად და მძევლების გამოსაყვანად, შემდეგ კი პროგრესი მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ", - დაწერა კამერონმა X-ზე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა თავის სამხედროებს დაავალა, მოემზადონ ქალაქიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ მოქალაქეებიდან ბევრი ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილიდან დევნილი პირია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×