რეზონანსი
11.02.2024

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა განკარგულებები გაერთიანებული ძალებისა და საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ახალი მეთაურების დანიშვნის შესახებ და ასევე, სახმელეთო ჯარების მეთაურად ალექსანდრ სირსკის ნაცვლად ალექსანდრ პავლიუკი დანიშნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა სერგეი ნაევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე იური სოდოლი დაინიშნა.

ზელენსკიმ ასევე შეცვალა საჰაერო სადესანტო თავდასხმის ჯარების მეთაური და ამ თანამდებობაზე მაქსიმ მირგოროდსკის ნაცვლად იგორ სკიბიუკი დანიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×