რეზონანსი
10.02.2024

უკრაინის პრეზიდენტი ახალ სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სირსკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ანატოლი ბარგილევიჩის მოადგილეები დაასახელა. სირსკის მოადგილეები პოლკოვნიკი ვადიმ სუხარევსკი და პოლკოვნიკი ანდრეი ლებედენკო იქნებიან, ხოლო  ბარგილევიჩის- ვლადიმერ ჰორბატიუკი, ალექსეი შევჩენკო და მიხაილ დრაპატი. 

„ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის გადატვირთვას. ახალი ადამიანები, რომლებიც კარგად არიან ცნობილნი ჯარში და თავადაც კარგად იციან რა სჭირდება ჯარს, ახალ მოვალეობებს ასრულებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად  გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი დანიშნა. ხოლო გუშინ, 9 თებერვალს შეცვალა გენშტაბის უფროსიც და  სერგეი შაპტალას ნაცვლად, ამ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დანიშნა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×