რეზონანსი
10.02.2024

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია არ ასრულებს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობას. ის დღეს არის საქართველოს კონსტიტუციის მთავარი დამრღვევი. პერსონამ, რომელიც კონსტიტუციის დაცვის მთავარი გარანტი უნდა ყოფილიყო, საპირისპიროდ დაგვამახსოვრა თავი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს ადამიანი იქცა არა ვინმეს ლიდერად, ეს ძალიან მაღალი შეფასება იქნება მისთვის, არამედ არის რადიკალური ოპოზიციის რიგითი აქტივისტი, რომელიც ცდილობს ამ ოპოზიციურ ველზე თავის დამკვიდრებას. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, აქეთკენ მიდის, რომ წინასაარჩევნოდ ის უკვე ოფიციალურად ჩაერთვება ამ პროცესებში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მისი ჩართულობა რაიმე პოზიტივის მომტანი იქნება ამ პროცესებში, ან ის გადაარჩენს რადიკალურ ოპოზიციას, ეს ასე არ იქნება. ჩვენმა საზოგადოება ძალიან ზუსტად და ობიექტურად იცის, ვის რა ინტერესები გააჩნია, ვინ რისთვის არის მზად საკუთარი ქვეყნისთვის და ა.შ. ეს ადამიანები, მთელი ამ ხნის განმავლობაში, იქცევიან ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. იღებენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, აფინანსებენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიებს და ამ ერთ ჭაობში არიან ჩაფლულები. პოლიტიკური წონა ამ ადამიანებს ჩვენი საზოგადოებისთვის არ გააჩნიათ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×