რეზონანსი
10.02.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს, რომელსაც ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცია.

„სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ასეთი დუმილი, პრაქტიკულად, დემარშს დავარქმევდი, ეს არის მორიგი დესტრუქცია და საქართველოს პრეზიდენტს, თუ ის მართლაც ქვეყნის პრეზიდენტია და არა ოპოზიციის, ასეთი რამ არ შეშვენის. ვფიქრობ, ეს ყოველგვარ ეტიკეტს, ურთიერთობების ყოველგვარ ფორმას უხეშად სცდება და ორ ხალხს შორის, ვფიქრობ, გარკვეულ ბზარს აჩენს“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×