რეზონანსი
10.02.2024

ქობულეთში 30 წლის შშმ პირ ქალთან სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, დაკავებული 80 წლის მამაკაცი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 000 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე კოტე ჭილაიამ მიიღო. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

ცნობისთვის, ქობულეთში, 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 80 წლამდე მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გულისხმობს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×