რეზონანსი
10.02.2024

საქართვეკის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.

„წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი - ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი, მომავალი თაობების აღმზრდელი ღირსეული პიროვნება.

ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა განუსვენოს მას", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×