რეზონანსი
10.02.2024

მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც იმერეთის რეგიონში, მეწყრული ზონიდან გაყვანილ ოჯახებზე დასმულ კითხვას პასუხა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახების უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს.

„დღესაც კიდევ ერთხელ დავინტერესდი ამ ყველაფრით. მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. მქონდა საუბარი როგორც გუბერნატორთან, ასევე მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ყველა ეს ოჯახი, ადამიანი იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×