რეზონანსი
09.02.2024

ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები, 60%-მდეა ჩვენი რეიტინგი, მთავარია, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითიც ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

კობახიძის თქმით, გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნა შიდა გადათამაშებაა.

„ეს არის შიდა თამაშები, შიდა გადათამაშება. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები წინასაარჩევნოდ, 60%-მდეა ჩვენი რეიტინგი. მთავარია, შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, რაც არის აუცილებელი, რათა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება", - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის" შესახებ დასმულ კითხვას, კობახიძის თქმით, საკადრო გადაწყვეტილებები შიდა პარტიული საქმეა.

„ჩემთვის არ არის ეს საინტერესო. თვითონ შეუძლიათ, პარტიის შიგნით მიიღონ საკადრო გადაწყვეტილებები. ამით მათ რესურსი ვერ შეემატებათ. ეს არის აბსოლუტურად მათი შიდა პარტიული საქმე", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×