რეზონანსი
09.02.2024

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს.

„მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა. ბრიუსელში, ყველა თემასთან დაკავშირებით გვექნება აქტიური კონსულტაციები რაც ეხება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან. დეტალურად განვიხილავთ ასოცირების დღის წესრიგს, ასევე განვიხილავთ 9 პუნქტის შესრულების გეგმას", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×