რეზონანსი
09.02.2024

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და რუს­თავ­ში. ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირი შე­იჭ­რა და ცე­ცხლი გახ­სნა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია 4 პირი და დაჭ­რი­ლია ერთი. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 36 წლის გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლია.

ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც 4 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ალ­კოჰოლს ხში­რად მო­იხ­მარ­და.

რო­გორც ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი და­ახ­ლო­ე­ბით, ორი თვის წინ, ბა­ზარ­ში თა­ვა­დაც მუ­შა­ობ­და და ბი­ძას ეხ­მა­რე­ბო­და. მა­თი­ვე თქმით, და­კა­ვე­ბულს ფერ­მა ჰქონ­და, ბიძა კი ხორ­ცის გამ­ყიდ­ვე­ლი იყო.

ამას­თან, ად­გილ­ზე მო­მუ­შა­ვე­ე­ბი მოკ­ლულ ტაქ­სის მძღოლ­ზეც სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ტაქ­სის მძღო­ლი ბა­ზარ­ში ხორ­ცის სა­ყიდ­ლად შე­ვი­და, რა დრო­საც გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, ის მოკ­ლუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც ტყვია მა­საც მოხ­ვდა.

„ბიჭს ფერ­მა ჰქონ­და და მოკ­ლუ­ლი ბიძა ხორ­ცის გამ­ყიდ­ვე­ლია. ეს ბიჭი სვამ­და ხოლ­მე. ტაქ­სის მძღო­ლი დი­ლით ვნა­ხე, მო­მე­სალ­მა, წა­ვალ ხორცს ვი­ყი­დი და მო­ვა­ლო, მი­თხრა და მერე ეს ამ­ბა­ვი მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვემ.

ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­დაწ­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და. ამის შემ­დეგ ის მო­ა­თავ­სეს ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა რო­დის და­ტო­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

„თავ­დამსმხმე­ლი ჩემი ნათ­ლი­ის ძმის­შვი­ლია. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც 2 თვის წინ სახ­ლი გა­დაწ­ვა, ეს სახ­ლი ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და, და­ტო­ვა ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი, გა­დაწ­ვა სახ­ლი და წა­ვი­და. შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­კე­თა" - ამ­ბობს ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლის შვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×