რეზონანსი
09.02.2024

საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი, სოფელ ოზაანის მკვიდრი შალვა ხატიაშვილი ემსხვერპლა.

კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში იყო გაგზავნილი. ჯგუფი სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ელექტრობოძი გადატყდა, რასაც კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხატიაშვილი 48 წლის იყო, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.

კომპანიამ 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთინეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან სტიქიის ადგილებზე გაგზავნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×