რეზონანსი
09.02.2024

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, 2004-2012 წლებში სიღარიბის დასაძლევად პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა.

„არსებობს ასეთი მონაცემი „აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი". 2004 წელს აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობდა ყოველი მესამე ადამიანი, ანუ 34%. 2012 წელსაც 30%-ზე მაღალი იყო ეს მაჩვენებელი, ანუ პრაქტიკულად ყოველი მესამე იყო აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2004-2012 წლების საშუალო მაჩვენებელიც არის 35,8% - უფრო მაღალი, ვიდრე 2004 წლის მაჩვენებელი. დღეისათვის ეს არის 15,6%, ანუ ყოველი მეექვსე-მეშვიდე ადამიანი არის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საზრუნავია.

გარდა ამისა, დასაქმებასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები. საქართველო მოხვდა იმ 10 ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა 10 წელიწადში უმუშევრობა. 21-ე საუკუნეში, 2012 წლამდე საქართველო გავიდა პირველ ადგილზე იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით გაიზარდა უმუშევრობა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც სიღარიბესა და ქვეყნის ეკონომიის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ, მსოფლიო ბანკის მონაცემებს ახსნებს. „ქართული ოცნება" ოპონენტებს სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს და აცხადებს, რომ ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ამჯერად უკვე ციფრებით ცდილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×