
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.
მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა:
პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გიორგი ამილახვარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე;
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.