რეზონანსი
08.02.2024

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"დღეიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი მმართველი გუნდი ხელმძღვანელობს", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა და განაცხადა, რომ "ახლა განახლების დროა" და ზალუჟნის მადლობა გადაუხადა უკრაინის ორი წლის განმავლობაში დაცვისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×