რეზონანსი
08.02.2024

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი გააკრიტიკა. „მოქალაქეების" ლიდერმა აღნიშნა, რომ მინისტრის მუშაობის სტილის გაგრძელება კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, თუმცა შემდეგ რეგლამენტზე იხუმრა.

„ვენაცვალე ჩვენს პარლამენტს, ჩვენს რეგლამენტს, ორი დღეა, შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს. მაგარი ამბავია ისე. ასე წერია რეგლამენტში. სატევარივით კი აქვს ხოლმე ენა და სიტყვა მომარჯვებული და ახლა პაპუაშვილმა თუ ჩაურთო მიკროფონი, ხომ დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, სისხლის გუბეები დადგება აქ, მაგრამ რეგლამენტი უნდა დავიცვათ, ქალბატონო თეა, და მოგიწევთ, ცალმხრივად ჩემი კრიტიკის მოსმენა. სამწუხაროდ, მართლა ასე ვფიქრობ", - განაცხადა ელისაშვილმა.

მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები ელისაშვილის რეპლიკას სიცილით შეხვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×