რეზონანსი
08.02.2024

იმ პერიოდში როდესაც „ნაცმოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, საქართველო ჩამორჩებოდა რეგიონის ყველა ქვეყანას ეკონომიკის რეალური ზრდის კუთხით. რაც შეეხება ჩვენს პერიოდს, ყველას ვუსწრებთ, პირველ ადგილზე ვართ რეგიონში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ეკონომიკა 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით „ხელოვნურ სუნთქვაზე" იყო.

„ბატონი რომან გოცირიძე აკეთებდა შეფასებებს მშპ-სთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჩვენ გვერევა ნომინალური და რეალური მშპ. თუ დააკვირდებით ჩვენს სხვადასხვა, შესაბამის შემთხვევაში ხან ვსაუბრობდით ნომინალურ მშპ-ზე და გარკვეულ შემთხვევებში რეალურ მშპ-ზე ვსაუბრობდით. ეს პრობლემები აქვს მაგალითად პარტია „ლელოს", რომელმაც დღემდე ვერ გაიგო რა განსხვავებაა ნომინალურ და რეალურ მშპ-ს შორის. მაგალითად ვერ გაიგეს სამი წლის განმავლობაში როგორ შეიძლება რეალური ზრდა გვქონდეს 10% და როგორ შეიძლება ნომინალური ეკონომიკა გაორმაგდეს. მათ შორის ვერ გაიგო ხაზარაძემ, რომელიც ეკონომისტად ითვლებოდა, თურმე არც ეკონომისტი ყოფილა. რაც შეეხება იმისა, თუ როგორ იზრდებოდა ჩვენი ეკონომიკა წინა ხელისუფლების და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აქაც პატარა მანიპულაცია იყო რომან გოცირიძის მხრიდან და არ ეკადრება მას მათ შორის მისი ასაკიდან გამომდინარე ასეთი მანიპულაცია. რეალური სურათი არის ასეთი: იმ პერიოდში როდესაც „ნაცმოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, საქართველო ჩამორჩებოდა რეგიონის ყველა ქვეყანას ეკონომიკის რეალური ზრდის კუთხით. რაც შეეხება ჩვენს პერიოდს, ყველას ვუსწრებთ, პირველ ადგილზე ვართ რეგიონში. ეს არის ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი. თქვენ გახსოვთ რით იყო გამოწვეული თავის დროზე, 2004-2008 წლებში მაღალი მონაცემები. მთელი რეგიონის მასშტაბით იყო ძალიან მაღალი ზრდის მაჩვენებლები ამ წლებში და ამ ტენდენციის ნაწილი იყო ის რაც ხდებოდა საქართველოში. ქართული ეკონომიკა 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვართ რეგიონში პირველ ადგილზე, წინა ხელისუფლების დროს კი ვიყავით ბოლოზე", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×