რეზონანსი
08.02.2024

შვედეთის მთავრობამ უკრაინაში ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად 26.4 მილიონი ევრო გამოყო.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები საგრანტო მხარდაჭერის სახით თემებს გაეგზავნება.

„კერძოდ, საუბარია იმათზე, ვინც ევროპის საფინანსო ინსტიტუტებიდან/ბანკებიდან სასესხო სახსრებს იღებენ ცენტრალიზებული გათბობისა და წყალმომარაგების, კომუნალური ტიპის საკუთრებებში ენერგოეფექტურობის გაზრდის, ურბანული ელექტროტრანსპორტის განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად", - აცხადებენ სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×