რეზონანსი
08.02.2024

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალიზმი ოპოზიციის თანმდევი პოლიტიკური პროცესია, რადგან დღის წესრიგში სხვა არაფერი აქვთ.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია რადიკალიზმს არ შეცვლის და ვერ შეიცვლის. ეს ძალიან კარგად ჩანდა გუშინაც. მარტო იყვნენ და ერთმანეთს ხომ არ დაუწყებდნენ ჩხუბს. სამწუხაროდ, რადიკალიზმი მათი თანმდევი პოლიტიკური პროცესია, რადგან დღის წესრიგში სხვა არაფერი აქვთ. ვნახეთ, რომ მათ მიერ დასმული საკითხები ჩასაფრებულის პოზიციიდან იყო. სამწუხაროდ, მათი ცვლილების მოლოდინი არ მაქვს. მით უფრო, რომ ისინი ვერცერთ საკითხზე ვერ თანხმდებიან. მარტო ის რად ღირს, იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, სხდომა ვის უნდა წაეყვანა. რადიკალიზმი არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, ეს მათ ბუნებაშია, რადგან განწყობილი არიან დევიზით – რაც უარესი ქვეყნისთვის, მით უკეთესი ჩვენთვის“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×