რეზონანსი
08.02.2024

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა სალომე ზურაბიშვილის სააკაშვილთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

„რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის ცნობილი განცხადებისა, „არა და არასდროს“ შევიწყალებო, ამის გაკეთება მასზე არ არის დამოკიდებული. ზურაბიშვილი ისე მოიქცევა, როგორც მისი პატრონები დაავალებენ, ისინი კი დააკვირდებიან ვითარებას: თუ ჩათვლიან, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უკეთესი იქნება სიტუაციის არევისთვის და იმისთვის, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მეტი ხმა მიიღოს, მაშინ გამოაშვებინებენ; მაგრამ თუ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის გამოშვება და არეულობა, რაც ამ გამოშვებას მოჰყვება, ხალხს აფრთხობს და პირიქით, კოლექტიური ნაცმოძრაობის შანსებს ამცირებს - დავალებაც შესაბამისი იქნება. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×