რეზონანსი
07.02.2024

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ამერიკული მხარე აფასებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობას.

მისივე თქმით, საქართველოს პასუხისმგებელმა პირებმა აჩვენეს, რომ ნამდვილად სერიოზულად ეკდიდებიან ამ თანამშრომლობას.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. საქართველოს პასუხისმგებელმა პირებმა გვაჩვენეს, რომ ნამდვილად ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართველების უსაფრთხოება, ასევე ამერიკელების უსაფრთხოება.

საქართველო, რა თქმა უნდა, რთულ სამეზობლოში ცხოვრობს და ჩვენ როდესაც ქართველ პარტნიორებთან ვმუშაობთ, ვითვალისწინებთ იმას, თუ როგორ არის დაცული საზღვარი, საბაჟო, რისკებზე რეაგირება, საფრთხეებზე რეაგირება და რამდენად ძლიერია სანაპირო დაცვა, სამხედრო თავდაცვა, რომ შესაძლებელი იყოს აგრესიის შეკავება. მე ვხედავ, რომ საქართველოს ინსტიტუტები არიან ერთგულნი ამ პრინციპების," - აცხადებს რობინ დანიგანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×