რეზონანსი
07.02.2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა „გრძელი და სიღრმისეული“ იყო.

ბლინკენი ახლა ნეთანიაჰუს თანაშემწეებს და ომის კაბინეტის წევრებს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრს რონ დერმერს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჰი ჰანეგბის, „მოსადის“ ხელმძღვანელს დევიდ ბარნეას და სხვა მაღალჩინოსნებს ხვდება.

შეხვედრაში ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, ჰერცი ჰალევიც მონაწილეობს.

ენტონი ბლინკენი მოგვიანებით ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდება.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ბოლოს იანვრის დასაწყისში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×