რეზონანსი
07.02.2024

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გეთ­ში მი­წის მასა ჩა­მო­ი­შა­ლა და ოთხი სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვა, მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­დევ 5 ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

რო­გორც ერთ-ერთი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, შემ­თხვე­ვა ღა­მით მოხ­და, გა­მოს­წრე­ბა ვე­რა­ვინ მო­ას­წრო.

"ერთი სახ­ლი მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლია, მო­ყო­ლი­ლე­ბი არი­ან მამა და სამი შვი­ლი და მე­ო­რე სახ­ლში სამი ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი - ჩემი მაზ­ლიშ­ვი­ლი, რძა­ლი და დე­დამ­თი­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლია. მეწყერი ღამე ჩამოწვა და ვერავინ გამოასწრო" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

"წვი­მე­ბის დროს სულ ასე­თი პრობ­ლე­მა იყო, სახ­ლე­ბი საფრ­თხის ქვეშ იყო. ასეთ დროს მივ­დი­ო­დი ხოლ­მე და სახ­ლს ვტო­ვებ­დი. ეს პრობ­ლე­მა, წლე­ბია არ­სე­ბობს" - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

სტი­ქი­ის ად­გილ­ზე ცოტა ხნის წინ სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი მი­ვიდ­ნენ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სკო­ლა­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მი­წამ მო­ი­ყო­ლა. პე­და­გო­გებს მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფო­ნის გამო სა­უ­ბა­რი უჭირთ. ამ­ბო­ბენ, რომ მე­წყერ­ში სამი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლეა მო­ყო­ლი­ლი.

"ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. სამი მოს­წავ­ლე, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლე­ბი არი­ან. ეძე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა არ ვი­ცით" - ამ­ბო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×