რეზონანსი
05.02.2024

2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, რა ხორციელდება გელათში, ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ გელათში, დასრულდება სასამართლოში, რადგან ამის მოთმენას აღარ ვაპირებ, - ამის შესახებ კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა სამუშაოები ხორციელდება ამჟამად გელათში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში. ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, რა ხორციელდება იქ. მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებსაც, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში, რადგან ამის მოთმენას აღარ ვაპირებ", - განაცხადა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×