რეზონანსი
05.02.2024

ახალი პროპაგანდა, შავი პიარი ააგორეს თავიანთი ჭკუით დღეს, რომ ტროტუარი ჩავარდა წერეთელზეო. ტროტუარი ჯერ არ გაკეთებულა, დაწყებულიც არ აქვთ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში" განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ვიდეოს შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის წერეთელზე კი არა, საზღვარგარეთ არის გადაღებული.

„საპარლამენტო საქმიანობა დღეს კომიტეტებით გაიხსნა. გაერთიანებულ კომიტეტებზე ხდება ცალკეული მინისტრების მოსმენა სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. რასაც ვაკვირდები, არაკომპეტენტურ კითხვებს სვამენ [ოპოზიციის წარმომადგენლები]. თავადაც იციან, რომ არასწორს ამბობენ, მავნებლობენ. არაერთი კოლეგაა ამაში შემჩნეული „ნაციონალური მოძრაობიდან" და „ნეონაცებიდან", რომელშიც შედის „ლელო", გახარიები და ა.შ. ვინ დამარწმუნებს, რომ სამადაშვილი ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრეა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ბრიუსელში ჩადიოდა და ამტკიცებდა, [საქართველო] არ არის მზადო. ეს ხელმოცარულები იმაზე გადავიდნენ ახლა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ახალი პროპაგანდა, შავი პიარი ააგორეს თავიანთი ჭკუით დღეს, რომ ტროტუარი ჩავარდა წერეთელზეო. ტროტუარი ჯერ არ გაკეთებულა, დაწყებულიც არ აქვთ, რეაბილიტაციის მეორე ნაწილში შედის. რომ შევისწავლეთ ვიდეო, აღმოჩნდა, რომ უცხოეთშია სადღაც. ასეთი მცდელობებია და ეს არის მათი ხელწერა. ვინ გაუტარებს ამას", - აღნიშნა ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×