
"ფენტალინით" ბოლო დღეებში 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა - რას აკეთებს შსს?" - ხატია დეკანოიძის კითხვას შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური პასუხობს.
გომელაურის თქმით, ეს ორი შემთხვევა გახმაურდა, თუმცა გარდაცვალების უფრო მეტი შემთხვევები ფიქსირდება.
ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არ არის პირველი და ეს ერთ-ერთი გახმაურდა, თუმცა არ არის იშვიათი, სამწუხაროდ, 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები - ახალგაზრდების და მნიშვნელობა არ აქვს წლოვანებას, არის ეს პრობლემა. მსოფლიოში გასაგებია, მე არ მინდა, ქვეყნები დავასახელო, 10-ჯერ მეტი, არის ევროპის ქვეყნები, აშშ-ის სხვადასხვა შტატში 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, მაგრამ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც ასე უნდა დაიღუპოს, ალბათ, ერთობლივად სამუშაო იქნება კომპლექსური და არა მარტო შსს-ს.
ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის ეს. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, მაგრამ 100-პოროცენტიან გადახურვას ვერ გავაკეთებთ,“ - ამბობს გომელაური.